ხვალ, 15 ოქტომბერს, ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.
არჩევნებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ეწვევიან ახალციხის მე-3 საჯარო სკოლას და მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებს დაესწრებიან.
UNDP-ის ხელშეწყობით მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 8 ქალაქის (რუსთავი, მარნეული, გურჯაანი, ზუგდიდი, გორი, ხაშური, ახალციხე და ბათუმი) 24 საჯარო სკოლაში ჩატარდება. ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამის მეშვეობით მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სრულ საარჩევნო ციკლს გაივლიან - სიების შედგენის, კომისიების დაკომპლექტების, კანდიდატების წარდგენისა და საარჩევნო კამპანიების წარმოებიდან კენჭისყრის ჩატარებისა და შედეგების დათვლამდე.
თექვსმეტი საუკეთესო მოსწავლე - 2 თითოეული ქალაქიდან - ორთვიან სტაჟირებას შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაივლის.