ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაზე და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილზე წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო სადაც "დაფიქსირდა მხოლოდ 12 გარდაცვალების შემთხვევა და 700-ზე ოდნავ მეტი დაინფიცირების შემთხვევა, დღეს უმეტესწილად თავისუფალია ვირუსისგან".
საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის და ქვეყნის შიგნით მოგზაურობის უსაფრთხო გზების შექმნა, არის ვირუსთან მთავრობის წარმატებული ბრძოლის შემდგომი ეტაპი” - ნათქვამია სტატიაში.
"საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ იქნა COVID-19 პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლაში. მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო იქნება საერთაშორისო მგზავრებისა და დასვენების მსურველთა თავშესაფარი. მთავრობა გააგრძელებს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის მხარდაჭერას, რომ უზრუნველყოს ზრუნვის უმაღლესი სტანდარტები, დაიცვას სამუშაო ადგილები და საარსებო პირობები საქართველოს ტურიზმის სექტორში" - ავტორი ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას „საჰაერო ხიდები“, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებს უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც ინფექციის მაჩვენებელი უმნიშვნელოა" - წერს The Express.
სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის მოწოდება ბრიტანელი მოგზაურების მისამართით: "ჩვენ მოხარულნი ვიქნებით კვლავ ვუმასპინძლოთ ბრიტანელ სტუმრებს, რომ მათ განიცადონ საქართველოს და შავი ზღვის სილამაზე უსაფრთხო და ჯანმრთელ გარემოში".
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.