ამერიკულმა ჟურნალმა Esquire, რომელიც მამაკაცებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მსოფლიოს სექსუალური ატლასი გამოაქვეყნა. ეს არის ქალების სია, რომელთაც რედაქცია საკუთარ ქვეყნებში ყველაზე სექსულურებად მიიჩნევს.
სიაში საქართველოს ნანა გოგიჩაიშვილი წარმოადგენს.
ატლასში მოხვედრის კრტიტერიუმი მეტად თავისებული იყო.
რედაქცია "ტიტულს" ლამაზი თვალებისთვის, აღნაგობისთვის, განსაკუთრებული შარმისა და მომხიბვლელობისთვის, ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნისთვისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ანიჭებდა. თუმცა ჩამოთვლილი კრიტერიუმების ერთობლიობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
დედამიწის ყველაზე სექსუალურ ქალად ამერიკელი მსახიობი მინკა კელი დასახელდა.
ატლასში მოხვდნენ: არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერი, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი, იორდანიის დედოფალი რანია, ბებინის პირველი ლედი ჩანტალ ბონი.
ატლასში ასევე შევიდნენ: უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, მსახიობი ნატალი პორტმანი (ისრაელი), მონიკა ბელუჩი (იტალია), ლუქსემბურგის დედოფალი ალექსანდრა, სირიის პრეზიდენტის მეუღლე ასმა ასადი, მონაკოს დედოფალი კამილა დე ბურბონი.
სიაში მრავლად არიან წარმოდგნეილნი თავიანთი ქვეყნებში სხვადასხვა დროს სილამაზის კონკურსებში გამარჯვებულები, მსახიობები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები.