სტუდია „მონიტორი" ახალი საგამოძიებო ფილმის პრეზენტაციას გამართავს.
ჟურნალისტური გამოძიება ეხება ორი ნაციონალური მაუწყებლის „რუსთავის-2"-ს და „იმედის" მხრიდან მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას.
სტუდია "მონიტორის" მიერ მოძიებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით ეს ორი ტელეკომპანია სისტემატურად არღვევს რეკლამის განთავსების კანონით დადგენილ ლიმიტებს და წესებს.
ასევე, ამ ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებში გადის შეკვეთილი (ფასიანი) სიუჟეტები, რაც, იურისტების თქმით, კანონდარღვევაა. ამ ყველაფერზე კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვალს ხუჭავს.
ფილმში ასევე ნაჩვენებია მედია სარეკლამო ბაზრის მანკიერი მხარეები.
მედია მკვლევარები ამბობენ, რომ ქართულ მედიაში რეკლამის განთავსება ხელისუფლებისგან კონტროლდება.
მედია მფლობელები დაშინებულ ბიზნესმენებზე საუბრობენ, რომლებსაც კრიტიკულ მედია საშაულებებში რეკლამის მიტანას ხელისუფლება უკრძალავს.
ფილმის ჩვენება 15 ოქტომბერს, 18 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ოფისში (მის: კრილოვის ქ. #15) გაიმართება.