საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.
განათლების მინისტრთან ერთად ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ერევნის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის ცენტრი გახსნება.
უნივერსიტეტის სახელით თსუ-ის რექტორი ცენტრს საჭირო სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ ლიტერატურას საჩუქრად გადასცემს.
ორდღიანი ვიზიტისას დელეგაციის წევრები სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოინახულებენ, ასევე, დაგეგმილია სომხეთის კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება