სვეტიცხოველი ეს არის ზეციდან გადმოღვრილი მადლი და ეს მადლი მოეფინება საქართველოს.
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წუხელ, სამების საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
"ეს არის ზეციდან გადმოღვრილი მადლი და ეს მადლი მოეფინება მთელ საქართველოს, ყოველთა ჩვენთა თანამემამულეთა. მე განსაკუთრებით მივმართავ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მე მივმართავ ჩვენს ძმებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ - დიდია მადლია, რომელიც მოანიჭა საქართველოს და ეს მადლი უნდა სუფევდეს თქვენზეც. ეს მადლი გადაგვარჩენს, ეს მადლი გავაერთიანებს", - ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაარსების 1700 და ტაძრის განახლების 1000 წლისთავი აღინიშნება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლეს.