დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები თეონა ქუმსიაშვილის სიმღერებს შეასრულებენ; მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს წაიკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, ავარიის დროს "ჯიპის" მარკის ავტომობილი მდინარეში გადავრადა. მასში 10 მგზავრი იჯდა: თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე, ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), ასევე ნათია ქუმსიაშვილი, თორნიკე ქუმსიაშვილი, თეონა ჭინჭარაული, ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა არაბული. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 მათგანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.