დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შემეცნებით-საინფორმაციო ფილმის "მცხეთა ქრისტიანობამდე" პრეზენტაციას გამართავს.
ფილმთან ერთად ახალი გზამკვლევი "მცხეთა და მისი შემოგარენი" იქნება წარმოდგენილი. მცხეთაში სვეტიცხოვლის თემაზე შესრულებული ახალგაზრდა მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც გამოიფინება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთაში სხვადასხვა დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლების ასლებიც დაამზადა. სუვენირები მცხეთაში დღეიდან გაიყიდება.