დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. კვლავ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.