დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი უდიდებულესობა დედოფლის მილოცვას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
"დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას", - ნათქვამია მილოცვაში.