საქართველოს პარლამენტმა “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი მიიღო, რის შედეგადაც:
▶ ატმოსფერული ჰაერის დაცვა განხორციელდება ევროპული პრინციპების შესაბამისად
▶ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის მიზნებისათვის საქართველოს მთელი ტერიტორია დაიყოფა ზონებად და აგლომერაციებად, რაც უზრუნველყოფს თითოეულ მათგანში დაბინძურების შემცირების კონკრეტული ღონისძიებების გატარებას
▶ შემუშავდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები იმ ზონებსა და აგლომერაციებში, სადაც ფიქსირდება დაბინძურების პრობლემა ან პრობლემის წარმოქნის რისკი
▶ კიდევ უფრო გაფართოვდება და გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა კანონით დადგენილი მონიტორინგის ევროპული სტანდარტების შესაბამისად
▶ უფრო მეტად გაუმჯობესდება საზოგადოების
ხელმისაწვდომობა ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან და მისი გაუმჯობესების ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე
?“ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილების მიზანია, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის ახალი მიდგომების დამკვიდრებით ჰაერის ხარისხის მდგომარეობის ეტაპობრივად გაუმჯობესება პრობლემურ ქალაქებში.