საქართველოში COVID-19-გან უკვე 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 728 შემთხვევაა დადასტურებული.
stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 509 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.