სამხრეთ ამერიკა COVID-19- ის პანდემიის ახალი ეპიცენტრი გახდა, ბრაზილიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო. განაცხადა ჯანმო-ს გადაუდებელი ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
"სამხრეთ ამერიკა გახდა დაავადების ახალი ეპიცენტრი. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფექციების რიცხვი იზრდება სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანში მდგომარეობა შემაშფოთებელია", - თქვა მან.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 300 ათასს აჭარბებს.