უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.
"23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის, სავაჭრო ობიექტებში და ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.
უქმდება სამ კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მსოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.
უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვებ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ.
ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქტის ექსპორტი, რომელიც აუცილებელია COVID 19-თან ბრძოლაში", - განაცხადა ჩიქოვანმა.
შეზღუდვები, რომლებიც 23 მაისიდან კვლავ ძალაში იქნება
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ იმუშავებს
რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება
სასტუმროების ფუნქციონირება რჩება შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა
ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავაც შეზღუდულია, გარდა ონლაინ ვაჭრობისა
შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ
შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება
დახურულ სივრცეში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა
ტაქსის მძღოლებს მხოლოდ 2 პირის გადაყვანა შეეძლებათ
აზარტული თამაშები შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად.