შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ფედერალურ შენობებზე სახელმწიფო დროშები 3 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, ნიშნად იმ ამერიკელთა ხსოვნის პატივისცემისა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ემსხვერპლნენ.
პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
დროშები დაშვებული იქნება ორშაბათსაც, როდესაც შეერთებულ შტატებში ხსოვნის დღე აღინიშნება. ორშაბათს დროშების დაშვებით ამერიკა პატივს მიაგებს ყველა დაღუპულ ჯარისკაცს.
შეგახსენებთ, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 1 577 758 შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 94 729 პაციენტი, ხოლო 298 418 გამოჯანმრთელდა.