დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების გამეორება. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმი, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა.
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება ჩვენ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება ხოლმე, რადგან ხაზს ვუსვამ, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ახლა დიდი ალბათობით, ალბათ ზაფხულისკენ სიტუაცია შესაძლოა, სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით და მსოფლიო მეცნიერებთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ შესაძლოა, იქნება მეორე, მესამე ტალღა და ასე შემდეგ. ანუ, კორნავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.