ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000 038-ს შეადგენს. გარდაიცვალა 328 172 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 908 581 პაციენტი.
კოვიდინფიცირების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსით ინფიცირების 1 551 853 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 93 439 პაციენტი.
შეერთებულ შტატებს მოსდევს რუსეთი, 308 705 შემთხვევით. შემდეგ მოდის ბრაზილია 291 579 შემთხვევით, გაერთიანებული სამეფო 249 619 შემთხვევით, ესპანეთი 232 555 შემთხვევით.
საქართველოში კოვიდინფიცირების 721 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 12 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 485 პაციენტი.