რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.
„რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ“, - თქვა იმნაძემ.