8 მარტის შეთანხმება მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ, - თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ონლაინპრესკონფერენციაზე.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ, რეკომენდაციები კი - კანონის პატივისცემისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტთან მუშაობას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ასევე, ვაგრძელებთ რეკომენდაციების გაცემას საარჩევნო კანონის რეფორმირებისთვის, რომ ეუთო-ს მოთხოვნები აისახოს კანონმდებლობაში და პასუხი გაეცეს წინა არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს, ხელი შეეწყოს უფრო სანდო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში“, - თქვა დეგნანმა.