18 მაისიდან იტალიაში ძალაში შევიდა შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი. დღეიდან გაიხსნება მუზეუმები, გალერეები, მაღაზიები რესტორნები.
დღეიდან, ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკაც გაიხსნა ვიზიტორებისთვის.
წმინდა პეტრეს მოედანი და ბაზილიკა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საგანგებო ზომების გათვალისწინებით, 10 მარტს დაიხურა.
ბაზილიკაში შესვლის მსურველები ვალდებულნი იქნებიან, რიგში დგომისას სოციალური დისტანცია დაიცვან.