ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა.
მისი თქმით, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული შეთანხმება და გიორგი რურუა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
„ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი და მას ექნება ისეთივე რეაქცია, ვგულისხმობ იმას, რომ არ არსებობს სანახევროდ შესრულებული, როდესაც რაღაცას იტყვი, ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობაში, მოვალეობა პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, მოვალეობა საერთაშორისო პოლიტიკაში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიები „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში კვლავ შეიკრიბებიან.
„დღეს ჩვენ ვიკრიბებით ლეიბორისტების ოფისში. საჯაროდ ისევ ვიმეორებ, ამ ერთსულოვნებამ გახადა შესაძლებელი, ის ლაქა, რაც ჩვენი სახელმწიფოს სხეულზე ივანიშვილის მთავრობამ წარმოქმნა, სწორედ ამ ერთსულოვნებამ დაამარცხა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.