რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში მდგომარეობა მაქსიმალურად დაძაბოს, - აცხადებს პოლიტოლოგი ბათუ ქუთელია გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
მისი თქმით, რუსეთი ეცდება, საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს და ამ პროცესში საქართველოში აუცილებლად იქნება საზოგადოების პოლარიზების მცდელობა.
"სხვა ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, დაპირისპირება მოხდეს, ან სამხედრო საფრთხე გააქტიუროს, ან ნებისმიერი, რამ რაც საქართველოს დასავლეთს ჩამოაშორებს. დასავლეთისთვის ყურადღება დიდია საქართველოზე, რადგან საქართველოს ჩამოშლით დემოკრატიული რუკიდან გაცილებით მეტს იღებენ ავტორიტარული რეჟიმები. ასევეა დიდი ინტერესი უკრაინაზეც, - თქვა ქუთელიამ "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.