ალბათ, გადაბრუნდებიან საფლავში თამარი, ერეკლე და სააკაძე... რას წარმოიდგენდნენ, რომ ავაზაკი ჭორვილადან გამოჩნდებოდა, - განაცხადა „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
მისი თქმით, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებები, ცალსახად მიუთითებს, რომ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას პირადი სანქციები ემუქრებათ.
"ალბათ, გადაბრუნდებიან საფლავში თამარი, ერეკლე და სააკაძე... რას წარმოიდგენდნენ, რომ ავაზაკი ჭორვილადან გამოჩნდებოდა მათ მიწაზე და მოახდენდა მათი სამეფოს გასხვისებას. რომ არა ამერიკის ზეწოლა, აღნიშნული პიროვნება სამოქალაქო ომის გარეშე არ დაგვემშვიდობებოდა. სხვა შემთხვევაში, ის იჯდებოდა 10 წელი 20 წელი, მერე ალბათ სანათესაოდან ვიღაცას დაგვინიშნავდა, როგორც პენსიონერი ქალბატონი ჩამოიყვანა პარიზიდან ყურით სატარებელი, პუტინის რეკომენდაციით რა თქმა უნდა - განაცხადა ნათელაშვილმა.