თბილისს უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები და ექსპერტები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია საქართველოს მთავრობის წევრებს და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც მხარეები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელებენ. ასევე საუბარი შეეხება ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებასა.
ქართული მხარე უკრაინის დელეგაციას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიწვდის.
უკრაინულ დელეგაციას უკრაინის უმაღლესი რადას სამრეწველო-მარეგულირებელი პოლიტიკისა და სამეწარმეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია კოროლევსკაი ხელმძღვანელობს.