დღეს სალიტანიო ანჩისხატი ლოცვითი სვლით მცხეთაში წაბრძანდება.
ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ინფორმაციით, 11:00 საათზე სალიტანიო ანჩისხატი ლოცვითი სვლით მცხეთაში წაბრძანდება.
სვეტიცხოვლის 1000 წლისთავთან დაკავშირებით, ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი საპატრიარქოსთან მდებარე კარის წმიდა გიორგის ტაძრიდან ლიტანიობით გაემართება ხელოვნების მუზეუმთან, სადაც საათზე სხვადასხვა ტაძრის მრევლი შეიკრიბება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით, ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი 2004 წლიდან დაბრძანდება სრულიად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წმინდა ადგილების მოსალოცად _ საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ".
2010 წლის ზაფხულში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის მომლოცველთა კრებულმა სალიტანიო ანჩისხატით ათონის წმინდა მთა და ევროპის წმინდა ადგილები მოილოცა, აგრეთვე იერუსალიმიდან-თბილისამდე მორწმუნეებმა განვლეს ანჩისხატის გზა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელთუქმნელმა ხატმა ისტორიულად განვლო.