ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის რუსეთმა, სად მთავრდება მათი საზღვრები.
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა პარლამენტში სტუმრობისას, სადაც უცხოური ქვეყნების სასულიერო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვდა.
"მისმა უწმინდესობამ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებისთვის დამოუკიდებლობის მილოცვის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას სურს მშვიდობა რუსეთის საზღვრებზე, მაგრამ მის უწმინდესობას არ დაუკონკრეტებია, სად მთავრდება ეს საზღვრები. ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის რუსეთმა, სად მთავრდება მათი საზღვრები", - განაცხადა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს სვეტიცხოვლობის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მართმადიდებლური ქვეყნების სასულიერო დელეგაციები იმყოფებიან.