უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ განაცხადა ის პრეზიდენტის ადგილას ასე არ მოიქცეოდა.
„ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი მის ადგილას, იმიტომ რომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ პრეზიდენტია ცალკე ინსტიტუტია, მისი საქმეა მან ასეთი გდაწყვეტილება მიიღო, ეს არის მოცემულობა რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და მე ვფიქრობ რომ შეიძლება ამ შემთხვევაში სპეკულაციის მეტი საფუძველი მიეცეთ, მაგრამ ერთია პრაგმატულობაზე ასე გათვლა და მეორეა რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს ორგანიზებაში თუ მონაწილეობაში პარლამენტის შტურმისა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.