დღეს დმანისის რაიონში მიწისძვრა მოხდა. 
სეისმოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ამპლიტუდამ სამი ბალი შეადგინა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 57 კილომეტრში დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრიც დმანისის რაიონი სოფელი მთისძირი იყო. 
მიწისძვრა 05:05 საათზე მოხდა და ბიძგები 3-4 წუთი გაგრძელდა. 
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამბალიანი მიწისძვრა თბილისიდან 17 კილომეტრში მცხეთის რაიონთან დაფიქსირდა.