დღეს, 13 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის ეკლესიათა დელეგაციასთან ერთად რუსეთის ფედერაციაც ეწვევა.
საქართველოში სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის, იერუსალიმის, საბერძნეთისა და ამერიკის საეკლესიო დელეგაციები უკვე ჩამობრძანდნენ.
საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიის წარმომადგენელთა განცხადებით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის საეკლესიო დელეგაციაა მოწვეული და ყველას ჩამობრძანებას ელოდებიან.