თურქული სასტუმროების 50-60%-ი, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სტუმრების მიღებას გეგმავს, "შვედურ მაგიდას" გარკვეული შეზღუდვებით შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეხმეტ ერსოიმ გააკეთა.
ერსოის განმარტებით, აეროპორტებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და პლაჟებზე 1.5 მეტრის რადიუსით დაცული იქნება სოციალური დისტანცია.
კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან 1.5 მეტრიანი დისტანციით, ხოლო მაგიდასთან სკამები 60 სმ-იანი დისტანციით უნდა იყოს დაშორებული
მინისტრის თქმით, სასტუმროებში სასტუმროებში "შვედური მაგიდა" იქნება შენარჩუნებული, თუმცა სტუმრები მისგან დისტანცირებულნი იქნებიან და საკვებს სტუმარს პერსონალი მიაწვდის, რომლებიც ვალდებულნი არიან ნიღბები და ხელთათმანები ატარონ. იმავდროულად საკვები პროდუქტები მინის ვიტრინებში იქნება მოთავსებული.