საფრანგეთმა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 ივლისამდე გაახანგრძლივა. იუწყება CNN-ი.
საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 17 მარტს გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს ისეთი ზომები, როგორიცაა სახლიდან 100 კილომეტრში მოგზაურობის შეზღუდვა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების გაკეთება და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 177 547 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 26 646 პაციენტი.