დღეს, ირანში ყველა მეჩეთი დროებით გაიხსნა, როგორც მთავრობის კოროვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ნაწილი. იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ცნობით, მეჩეთები ღია სამი დღის განმავლობაში იქნება. ეს ღონისძიება რამადანის მუსლიმურ წმინდა თვესთან დაკავშირებულ ღამის განსაკუთრებულ ლოცვებს უკავშირდება.
ორშაბათს, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენიმ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციონ ადამიანების საჭიროებებს ამ კრიტიკულ დროს, განსაკუთრებით რამადანის მარხვის თვეში ლოცვის აუცილებლობას.
ირანი ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 109 286 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 6 685 ადამიანი.