რუსეთში, სანქტ პეტერბურგში საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა 5 პაციენტი იმსხვერპლლა. იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი".
"ხანძარი გავრცელდა საავადმყოფოს მეექვსე სართულზე, ამ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ", - უთხრა წყარომ "ინტერფაქსს".
მისი თქმით, ხანძარმა 5 პაციენტი იმსხვერპლა. ყველა მათგანს კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი რეანიმაციული განყოფილების "წითელ ზონაში" გავრცელდა. დაწესებულებიდან ევაკუირებული არიან პაციენტები და სამედიცინო პერსონალი.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.