ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფიცირებული გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის 10 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.