თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში ოთხდღიანი კომენდანტის საათი 31 პროვინციაში ისევ შემოიღო, მათ შორის ანკარაში, სტამბოლსა და ანტალიაში. იტყობინება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ".
საკომენდანტო შეზღუდვები 16-დან 19 მაისამდე იმოქმედებს.
ერდოღანმა აკრძალვები მოხსნა ცხრა პროვინციაში (ადანა, დიარბაქირი, მარდინი, ტრაპიზონი, ორდუ, დენიზლი, ქახრამანმაფრაში, შანლიურფა, თექირდაგი). ამკრძალავი ზომები გაგრძელდება 16 პროვინციაში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში.
მანამდე კომენდანტის საათი მოქმედებდა 11-12, 18-19,23-26 აპრილს, 1-3 და 9-10 მაისს.
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 138 ათასს აჭარბებს.