არც კი იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ," რომ ეს საკონსტიტუციო შეთანხმება ჩავარდება, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნებისა" ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლებოდა ეს ცნობილი იყო, თუმცა ელჩებს მიაჩდათ, რომ მათი იქ ყოფნა იყო შეთანხმების გარანტი.
"ქართული ოცნების" სიტყვაზე ნდობა და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაიწეროს, იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, მათი იქ ყოფნა იყო ამ შეთანხმების გარანტი. არც კი იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ," რომ ეს საკონსტიტუციო შეთანხმება ჩავარდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩენის ჩართულობით მიაღწიეს, კვლავ საბაბია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. ოპოზიცია კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და შეთანხმების შესრულებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ელჩებს გაასაჯაროონ შეთანხმების შინაარსი, რათა „ნათელი მოეფინოს“ იმას, რომ ოპოზიცია სპეკულირებს.