არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი ელჩებთან განხილული ვერც იქნებოდა, რადგან როგორც კალაძე ამბობს, დიპლომატებთან უკანონობაზე პასუხიმგებლობას არავინ აღებდა.
„8 მარტის შეთანხმებაში ზოგადად განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ შინაარსი მოცემული არის ამ ე.წ. მემორანდუმი დავარქვათ, თუ შეთანხმების დოკუმენტში, ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებს მიმართა და გაასაჯაროონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსი.