ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 221 344 შემთხვევაა დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოშ მესამე ადგილზე შეერთებული შტატებისა და ესპანეთის შემდეგ.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 39 801 ადამიანი, გარდაიცვალა 2 009 პაციენტი.
ერთ კვირაზე მეტია, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000-ს აჭარბებს.