ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 221 344 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 39 801, გარდაიცვალა 2 009 პაციენტი.
ერთ კვირაზე მეტია, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000-ს აჭარბებს.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით, რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.