ნამდვილად არ მაქვს დრო ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარი, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „მთავარი არხის“ ეთერში, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნული რეფორმატორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მისი თქმით, ახლა ყველამ უნდა ვბრძოლოს ბოლომდე იქ, „სადაც ვართ და როცა ვიბრძოლებთ ბოლომდე - შედეგიც გვექნება“
“ნამდვილად არ მაქვს დრო ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარი. ეს არც ჩემი ფუნქციაა და ჩემი პოზიცია ისედაც კარგად იცით. ახლა მაქვს მე ჩემი საქმე და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე იქ, სადაც ვართ და როცა ვიბრძოლებთ ბოლომდე - შედეგიც გვექნება, შედეგი კი ძალიან მალე გვექნება”, - თქვა სააკაშვილმა.