ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 077 594-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 281 287 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 394 509 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
10 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 635-ს აღწევს. გამოჯანრთელდა 309 პაციენტი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.