დავარქმევთ თუ არა ამ ადამიანებს პოლიტმატიმრებს, შეხვედრებზე იყო ლაპარაკი, უგულავაზე, ოქრუაშვილსა და რურუაზე, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები (გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი) დაკავებულები არიან არა, კონკრეტული დანაშაულის, არამედ - მათი პოლიტიკური აქტიურობისათვის. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ქვეყნის შიგნით და გარეთ თქვა, რომ მინიმუმ სერიოზული ჩრდილი ადევს ამ საქმეებს და ამას ხელისუფლება ვერსად გაექცევა.
იმის მიუხედავად, დავარქმევთ თუ არა, ამ ადამიანებს პოლიტმატიმრებს, ამ შეხვედრებზე იყო ლაპარაკი, უგულავაზე, ოქრუაშვილსა და რურუაზე. სახელდებოდა კონკრეტული გვარები და მექანიზმები, როგორ შეიძლებოდა მათი განთავისუფლება, მაგალითად იყო საუბარი, რომ ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლება უფრო მარტივია, უგულავას ვინაიდან უკვე მისჯილი და პროცედურულად მისი გათავისუფლება უფრო რთული იქნებოდა, იყო საუბარი, რომ თუ შეძლებს ქართული ოცნება, რომ დაარწმუნოს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით იქნებოდა გათავისუფლებული", - თქვა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი.
"მთელმა საქართველომ იცის, რომ რურუას შეიძლება მილიონი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ როცა იჭერ იმიტომ რომ ის აფინანსებს კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიას, როცა ოქრუაშვილს ახლა გაუხსენებ 8, 10 და 15 წლის წინადელ საქმეს, როდესაც გიგი უგულავას მესამედ შეაბრუნებ ციხეში პოლიტიკური აქტიურობის გამო, ამას ჰქვია პოლიტპატიმრები თორემ, პოლიტმატმარი არ ნიშნავს, იმას რომ ადამიანი აუცილებლად ფრთიანი ანგელოზი უნდა იყოს და არასოდეს უნდა ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ შენ თუ მათ იჭერ არა იმიტომ, რომ მან თავის დროზე დანაშაული ჩაიდინა და 8 წელი გაჩუმებული იყავი, არამედ იჭერ მაშინ, როდესაც ამ ადამიანმა პოლიტიკურად შეგაწუხა, ამას ჰქვია პოლიტიკური დევნა", - თქვა ბურჯანაძემ.