ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება შეწყალებასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად თვლის თუ არა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ეს პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს.
"მე იგივე გავაკეთე 2008 წელს, მიუხედავად მაშინდელი ხელისუფლების დიდი წინააღმდეგობისა. მაშინაც იძახდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც გახარია იძახის, რომ არც ირაკლი ბათიაშვილია პოლიტმატიმარი და არც სულხან მოლაშვილიო, მაგრამ ვინაიდან ეს პოლიტკური პროცესისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი შინაგანი რწმენაც ემთხვეოდა ამას. თუმცა ეს მეორე ნაწილია. მე ავიღე ჩემ თავზე პასუხიმგებლობა და ეს ადამიანები გავათავისუფლე. სხვათა შორის, მუხედავად იმისა, რომ შეწყალების თხოვნაც კი არ იყო დაწერილი. ამიტომ აიღოს პოლიტიკური პასუხიმგებლობა სალომე ზურაბიშვილმა და გაათავისუფლოს პატიმრები იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ", - თქვა ბურჯანაძემ.