ბოლო 24 საათში, საფრანგეთში კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ დროისათვის 26 380 ადამიანია დაღუპული. დადასტურებულია ინფიცირების 176 782 შემთხვევა. ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4 055 863 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 279 892, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 386 631 ადამიანი.