ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ცზილინის პროვინციის ქალაქი შულანი COVID-19-ის მაღალი რისკის ზონად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 11 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას პროვინციის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მი ფენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 მაისს ჩინეთში კვლავ დაფიქსირდა ინფიცირების ჯგუფური შიდა გადაცემა.
ერთ დღეში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა. ერთი უხანში, და 11 - ცზილინის პროვინციაში. რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 11 მარტის შემდეგ. ცზილინის პროვინციაში ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.