14 ოქტომბერს, "მცხეთობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, მოძრაობა მცხეთის მიმართულებით მოხდება შემდეგნაირად: სპეციალური საშვებით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი, სამთავრობო და საპატრიარქო დელეგაციები, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, პრესა და სხვა ოფიციალური პირები იმოძრავებენ ე. წ. ძველი გზით, საჭაშნიკეს ტერიტორიის გავლით, მცხეთის შესასვლელამდე და შემდგომ სვეტიცხოვლის ტაძართან არსებულ ავტოსადგომამდე", _ ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
დანარჩენი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მცხეთის მეორე შესასვლელიდან, რომელიც მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ტურისტებისა და მომლოცველების ტრანსპორტისთვის მცხეთაში მოწყობილია სპეციალური დიდი ტევადობის ავტოსადგომი.