ბოლო 24 საათში, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იუწყება ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსული ინფექციის 53 081 შემთხვევაა დადასტურებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ბელგიაში მცირებდა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, ასევე იკლებს ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა, თუმცა ჯერ კიდევ აუცილებელია სანიტარული რეკოენდაციების მკაცრი დაცვა.
ბოლო 24 საათში, ბელგიაში კორონავირუსისგან 75 პაციენტი დაიღუპა. წინა დღით, გარდაცვალების 76 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 656-ს შეადგენს.
4 მაისიდან ბელგიაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. გასულ ორშაბათს კომპანიებმა განაახლეს მუშაობა, რომელთა საქმიანობა არ გულისხმობს მომხმარებლებთან პირდაპირ კონტაქტს. მედიის შეფასებით, ასეთ კომპანიებში 700 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.
რაც შეეხება რესტორნებს, კაფეებს, ბარსა და ღამის კლუბებს, მათი გახსნა ეტაპად დაიწყება 8 ივნისს.
მანამდე ბელგიის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის სიკვდილიანობის პიკი 12 აპრილს გადალახა.