საბერძნეთის ყველაზე ცნობილი საზღვაო კურორტი სანტორინი ტურისტების მისაღებად ემზადება. იუწყება გამოცემა The Sun-ი.
გამოცემის ინფორმაციით, პლაჟებზე პლექსიგლასის გამჭვირვალე კაბინები დამონტაჟდება, რათა ტურისტების ერთმანეთისგან იზოლირება უზრუნველყოს. მსგავსი კაბინების დამონტაჟებას მანამდე იტალიისა და ესპანეთის საზღვაო კურორტებზეც გეგმავდნენ.
სანტორინის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ბუნგალოს მფლობელი აცხადებს, რომ არავის სურს პლაჟებზე კაბინების დამონტაჟება, თუმცა ის აუცილებელია, რადგან ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს აღჭურვილობა არ იქნება პლაჟების მომავალი", - დასძინა მან.
მაკედონიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადჰყოფს, რომ ბერძნების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ შეიძლება ვირუსის იმპორტი მოახდინონ.
გამოკითხულთა (1 073 ადამიანი) უმეტესობა, 93%-ზე მეტი მხარს უჭერს აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მკაცრი კონტროლის დაწესებას უჭერს მხარს. 74% თვლის, რომ ტურისტები იმ შეთხვევაში უნდა შემოუშვან ქვეყანაში, თუ მათ სამედიცინიო სერტიფიკატები ექნებათ.