„დარჩი სახლითაც“ მსოფლიო ასპარეზზე დარჩი სახლის ფარგლებში, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, 4-7 აპრილს ჩატარდა მსოფლიო ონლაინშეჯიბრება ლაზერრბენაში (სირბილი და სროლა).
ფედერაციაში შემავალი ეს სპორტის სახეობა მოდიფიცირებული და მისადაგებული იქნა სახლის პირობებთან - დისტანციაზე სირბილის მაგივრად სპორტსმენები ასრულებდნენ სამი სერიისაგან შემდგარ გართულებული ელემენტით ადგილზე რბენას და შემდეგ ახორციელებდენენ მიზანში სროლას ლაზერული პისტოლეტიდან.
ფედერაციის სამსაჯო ჯგუფი შეჯიბრებას პარიზიდან ზუმში ინტერნეტით ადევნებდა თვალს და აანალიზებდა ვიდეო ჩანაწერებს. ამ პირველ მსოფლიო ონლაინშეჯიბრებაში 52 ქვეყნის 800-მა სპორტსმენმა გაიარა რეგისტრაცია, მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ქართველმა სპორტსმენებმაც: ნათია მაჭავარიანმა (26), ქრისტინა ჭიტაძემ (36), დავით მაგრაქველიძემ (13), გაგა ხიჯაკაძემ (15) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 73 წლის პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმაც, რომელმაც მე-12 ადგილი დაიკავა.