დღის ბოლოსთვის ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, დღეს გამოჯანმრთელებაზე დაახლოებით 12 პაციენტის ანალიზები შემოწმდა და პასუხები უარყოფითი იყო.
„დღეს პირველადი ნეგატიური პასუხი მივიღეთ დაახლოებით 12 პაციენტთან. დღის ბოლოსთვის ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ესენი არიან მაღალი რისკის და საეჭვო შემთხვევები. თუ დაუდასტურდათ კორონავირუსი, გაგრძელდება მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.